რეზონანსი
27.11.2020

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია შემდეგი სახი მიმართვას ავრცელებს:

“თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ- კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი- ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან - ხელში. კიდევ მეტი! – მიუხედავად იმისა, რომ ძაააან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა რისი სპეციალისტიც არ ვარ- იგივე ღონეს მიმართეთ!

სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე… დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს გულახდილად რთულ შემთხვევაზე: “ვერ ვხვდები რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო..” ეეჰ, ნეტა მაშინ შეხვედროდით ეს “მცოდნე” ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე…”, – წერს გადელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×