
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 4 780 ახალი შემთხვევიდან 1 863 თბილისში დადასტურდა.
სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პანდემიასთან დაკავშირებულ დეტალებსა და რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 123 470-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 102 270-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 161 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში - 664, იმერეთში - 648, ქვემო ქართლში - 319, შიდა ქართლში - 259, გურიაში - 102, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 385, კახეთში - 280, მცხეთა-მთიანეთში - 128, სამცხე-ჯავახეთში - 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43", - განაცხადა სიჭინავამ.