რეზონანსი
27.11.2020

28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 28 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 28 ნოემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×