რეზონანსი
29.11.2020

ეუთოში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენელი ენნ-კირსტი კარლსენი 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს.

„ნორვეგია მიესალმება პანდემიის პირობებში საქართველოს ძალისხმევას არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ODIHR-ის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ნატოს დასკვნებს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა.

ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებმაც არჩევნების მეორე ტურსა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. საქართველოს სჭირდება ქმედუნარიანი პარლამენტი და, რაც მთავარია, მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას პანდემიის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას გამონახონ საერთო ენა და მისცენ საშუალება ახალ და უფრო მრავალფეროვან პარლამენტს შეასრულოს თავისი როლი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ენნ-კირსტი კარლსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული გადაცდომები უნდა იყოს გამოძიებული და დროულად აღმოიფხვრას კანონთან შესაბამისობაში.

„ნორვეგია კვლავ აგრძელებს მჭიდრო კავშირს საქართველოსთან და მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ გზას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×