რეზონანსი
29.11.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხვალიდან კორონავირუსის შემთხვევების მატებას პროგნოზირებს.

მომდევნო ერთი კვირა ქვეყანაში პიკი იქნება. მოიმატებს ინფიცირებულების სტატისტიკა. დღეს 4 426 ახალი შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში დაიღუპა 35 ადამიანი, მათ შორის კიდევ ერთი ექიმი. 66 წელის მედიკოსი ქუთაისის კლინიკაში 1 თვე იწვა. 

85 წლის კახი კავსაძე კორონავირუსს ებრძვის. "კოვიდ-19-ის" დიაგნოზით მსახიობი კლინიკაში გუშინ მოათავსეს. კახი კავსაძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მედიკოსებმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მიიღეს.

კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს, კლინიკიდან გაეწერა ინფექციური კლინიკის დირექტორი და "კოვიდ-19"-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანი   (30.11.2020)
დადეთ ინფორმაცია რა რაოდენობის ტესტი იხმარეთ ყოველდღე,ხვალ თუ მეტს გატესტავთ რა თქმა უნდა მოიმატებს,ნუ იქცევით სამარცხვინოდ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×