რეზონანსი
30.11.2020

„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" მართლმსაჯულების საკითხზე რეალურ დათმობებზე წამოვიდეს.

მართლმსაჯულების საკითხი არის ისეთი საკითხი, რის გამოც "გირჩმა" ჯერ ოპოზიციასთან მიაღწია შეთანხმებას და პარლამენტშიც ჩვენ, ძირითადად, ამ მიზნით შევდიოდით, რომ თანამოაზრეები გვეპოვა მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხში. ჩვენ, უბრალოდ, არ გვჯერა და არც არასდროს დაგვიჯერია, რომ "ქართული ოცნება" მზად არის მართლმსაჯულების საკითხზე რეალურ დათმობებზე წამოვიდეს, შესაბამისად, კითხვა იყო ჰიპოთეტური, რომ მოხდეს და რეალურად აღმოჩნდეს "ქართული ოცნება" ამისთვის მზად, თქვენ დათანხმდებით თუ არა პარლამენტში შესვლაზე. რასაკვირველია, დავთანხმდებით, უბრალოდ, მასეთი მოლოდინი არ გვაქვს. არ დგას საკითხი. ეს კითხვა "ქართული ოცნებისთვის" არის დასასმელი," - განაცხადა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ხვიჩიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება-ოპოზიციის შეხვედრის მესამე რაუნდი ამ დრომდე არ ჩანიშნულა, მეტწილად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

"ჯერჯერობით, ვცდილობ გავერკვიო დღეს რა მოცემულობა გვაქვს. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად რთულდება სიტუაცია, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ჩვენი მეგობრების დახმარება ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, თუმცა როგორ დასრულება ეს მოლაპარაკებები და შეძლებენ თუ არა ჩვენი მეგობრები ჩვენს დახმარებას, ჩემი აზრით, ეს მეტწილად, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ძირითადი დესტრუქტორის როლი ამ მოლაპარაკებების პროცესში აქვს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, მე ამ აზრზე ვიყავი და ვრჩები. მე არ ვიძახი, რომ ოპოზიციაში ყველა ანგელოზია, თუმცა ის, რომ აქამდე არ ჩანიშნულა მესამე რაუნდი, ეს უფრო ხელისუფლების დამსახურებაა," - განაცხადა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×