რეზონანსი
30.11.2020

უკვე რამდენიმე საათია ბათუმში ფიტნესკლუბ "რეფორმერის" ხელმძღვანელი და "გირჩის" ლიდერი იკითხებიან. მათი პოლიციის განყოფილებაში დაბარება ობიექტზე ღამით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფიტნესდარბაზი საცხოვრებლად იქირავა.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დეტალურად მოუყვა სამართალდამცავებს, თუ რა მიზნით დაიქირავა აღნიშნული ფიტნესკლუბი და მოითხოვს, რაც შეიძლება მალე ახსნან ლუქი მის საცხოვრებელ ბინას.

"ჩემს შემთხვევაში დაკითხვა არ იყო, იყო გამოკითხვა, სადაც მოვუყევი დეტალურად რატომ და რა მიზნით გადავწყვიტე ამ დარბაზის ქირაობა საცხოვრებლად და ავუხსენი, მათ შორის, რომ არაფერია დასამალი, პოლიტიკური მოტივი მამოძრავებს, რომ ვაპროტესტებ ამ რეგულაციების არსებობას. საბოლოო ჯამში მოვითხოვ, რაც შეიძლება სწრაფად ახსნან ლუქი იქაურობას, შემიშვან ჩემს ბინაში, მათ შორის მომცენ საშუალება მივიღო სტუმრები, რომლებიც იქ ივარჯიშებენ. მითხრეს, რომ საბუთებს გადაუგზავნიან პროკურატურას და ეცდებიან, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გაარკვიონ სიტუაცია," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, რომ ზურაბ ჯაფარიძეს შეეწყვიტა არსებულ ფიტნესკლუბში ეკონომიკური საქმიანობა, მან საქმიანობა განაგრძო, რის შემდგომაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

"მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, მას შეეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა ამ შემთხვევაში, რომელიც იყო და არის საბჭოს მიერ მიჩნეული, როგორც მაღალი რისკის შემცველ აქტივობად, მან განაგრძო საქმიანობა, რის გამოც ჩვენ განმეორებით დავაფიქსირეთ ფაქტი, მივმართეთ ფაქტის დადასტურების შემდგომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს, რის შემდგომაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და როგორც იცით, საგამოძიებო პროცესში მოხდა ასევე ფიტნესკლუბის დალუქვა," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (01.12.2020)
ეს ეშმაკისეული რომ შეხედავ რქები აკლია.დაიჭირეთ და გაასამართლეთ სამშოოს მოღალატის მუხლით.რამდენ მავნებლობაზე ჩადის, ჯარი თავზე დავამხოთ, ნარკომანების აღლუმის,ახალგაზრდებს სარწმუნოებაზე უარი ათქმევინა.სხვა რა არის ჩვენი ქვეყანა ენა მამული სარწმუნოება. მამულის დასაბრუნებლად როდის იყო ქართველი კაცი შარვალჩახდილი დარბოდა ესეც გააკეთა.როდემდე?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×