რეზონანსი
30.11.2020

კორონავირუსის გართულებული შემთხვევების მკურნალობისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჟანგბადის შეუფერხებლად მიწოდება. ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ინფიცირებულები ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიან. ჩვენ ამ საკითხის მოწესრიგებაში ჩავერთეთ. ეს არაა დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ, დღეს ვსაუბრობთ საკმაოდ სერიოზულ შედეგებზე და დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი და მთლიანად, მთავრობის ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მეცადინეობით, საგანგებო შტაბის ჩართულობით, ეს პრობლემა მოწესრიგებულია, მოგვარებულია და ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ დადგება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა" განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობდით. ბუნებრივია, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც, სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება არნახულადაა გაზრდილი. ეს მოსალოდნელიც იყო. ახლა, დღეში 80 ტონა სამედიცინო ჟანგბადზე მეტი მოიხმარება, რაც სამჯერ მეტია პანდემიამდე არსებულ მონაცემზე. აქ მხოლოდ ერთი მიმართულება არ იქნებოდა საკმარისი, რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავეთ.პირველ რიგში, ის წარმოებები, რომლებიც აქამდეც აწარმოებდნენ სამედიცინო ჟანგბადს, ყველა ამ ქართულ კომპანიასთან ვიმუშავეთ, ვნახეთ, რა რესურსები არსებობს მათი წარმადობის გაზრდისა და პოტენციურ წარმადობაზე გასვლისთვის. ყველას ინდივიდუალური მიდგომა და სხვადასხვა სახის დახმარება სჭირდებოდა. ჩვენთვის, როგორც ეკონომიკის სამინისტროსთვის, დგება საჭიროება, დავეხმაროთ სამედიცინო სექტორს, პირველ რიგში, აქცენტს ადგილობრივ წარმოებაზე ვაკეთებთ. ამით რამდენიმე მიზანს ვაღწევთ - ადგილობრივ წაროებასა და დასაქმებას ვავითარებთ, ამასთან, ვეხმარებით ჯანდაცვის სისტემას. ასე იყო პირბადეების წარმოების დროსაც, რომელიც მანამდე არ გაგვაჩნდა, სადეზინფექციო საშუალებების წარმოებისას და ასეა ჟანგბადის შემთხვევაშიც" - განაცხადა ნათია თურნავამ.

ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×