რეზონანსი
30.11.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა დასრულდა. დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. სასამართლომ ბრალდებულებისთვის პატიმრობის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დავით-გარეჯის საქმის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოში ბრალდებულების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდენ. მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები სტვენით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით შეხვდნენ სახელმწიფო ბრალმდებელს.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
საბა   (30.11.2020)
ილიჩოვა არის გვარგადაკეთებული სომეხი, როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები ბრიყვები, რომ ასეთ ხალხს ვანდობთ სტრატეგიული მნიშვნელობის საქმესაც და დოკუმენტებსაც. ახლა ერის ნაწილს მართლა ჰგონიათ რომ ეს ქალი და ეს კაცი მართალია. არადა, ამაზე 2012 წელსაც საუბრობდნენ და 2008-შიც.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×