რეზონანსი
30.11.2020

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შექმნილი პანდემიური ვითარებიდან რეალური გამოსავალი ის არის, რომ ყველას უნდა შეეძლოს, თავისი პოლიტიკური გემოვნება გვერდზე გადადოს.

როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს და აზრები გაცვალოს.

"ხელისუფლებას აქვს ორი ბერკეტი დარწმუნება და იძულება. იმის გამო, რომ გააყალბა არჩევნები და უთავბოლოობითაა დაკავება, არავის არ სჯერა მათი. არანაირი არგუმენტი ჩაკეტვებს არ ახლავს. დარჩენიათ იძულების ბერკეტი, რასაც წინააღმდეგობა ხვდება. რეალური გამოსავალი ის არის, რომ როდესაც არის ომი, მასშტაბური სტიქიური უბედურება ან პანდემია, ყველას უნდა შეეძლოს, თავისი პოლიტიკური გემოვნების გვერდზე გადადება. გაზაფხულის ჩაკეტვების მერე რომ ეგონათ, მაგარი კრიზისმენეჯერები იყვნენ, ყველას ზემოდან ყურება დაგვიწყეს" , - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და თანამდებობა დატოვონ.

"პასუხისმგებლობის აღება იმას ნიშნავს, რომ ბოდიშს იხდი და სახლში მიდიხარ. ვის რად უნდა ტიკარაძე თანამდებობაზე იქნება თუ - არა. უბრალოდ აჩვენებდნენ, რომ რაღაცაზე აქვთ პასუხისმგებლობა, ისევე როგორც გახარია. თქვან: „ბოდიში, ვერ მოვამზადე ჯანდაცვის სისტემა 8 თვის განმავლობაში მეორე ტალღისთვის" და ტიკარაძე და გახარია უნდა წავიდნენ სახლში. ვისაც მართლა მენეჯმენტის გამოცდილება აქვს, ის უნდა მოვიდეს. კორონავირუსი რომ გჭირს, იწყება ჯოჯოხეთი, არ იცი, რა უნდა ქნა და არავინაა, რომ დაგაკვალიანოს. წამყვანი არაა, ადგილს ვერ იშოვი. ეს ნორმალურია? ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა არ უნდა აგონ?", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×