რეზონანსი
30.11.2020

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ასახელებს პირობას, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში. მისი განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის შემთხვევაში პარლამენტში თავადაც შევა. 

„აბა, შოთაძე არ იყოს პროკურორი და ნამდვილი პროკურორი იყოს და სასამართლო გავდეს ქვეყანას. ამის შემდეგ რა, არ უნდა დავთანხმდეთ იქ შესვლას, ასეთ რამეს თუ გამოვგლეჯთ ხელიდან? “გირჩის“ მოსაზრება მისაღებია. თუ თავიდან ბოლომდე განხორციელდება ის, რაზეც ოპოზიციას ხელი გვაქვს მოწერილი, თუ გინდათ ქსოვრელებსაც დავუძახებ და ეგრე შევალთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, ელისაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნებისგან“ „საინტერესო და საყურადღებო წინადადებები მოისმინეს, მაგრამ ის არასაკმარისია“.

გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების მხრიდან სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნის საკითხსაც გამოეხმაურა და „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებას დაეთანხმა, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაისროლეს“.

„დაფინანსების მოთხოვნით არაპირდაპირ აღიარეს არჩევნების შედეგები, რადგან ის ფული გეკუთვნის მიღებული ხმების ფორმულის მიხედვით – რამდენ ხმასაც იღებ, ის მრავლდება 15 ლარზე. თუ ფულს იღებ, ე.ი. აღიარებ იმ შედეგებს. ჩვენ ასე გვესმის და იმიტომ არ მოვკიდეთ იმ ფულს ხელი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ და „გირჩმა“ ჩვენს პოზიციას არ ვუღალატეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (01.12.2020)
შედით პარლამეტში ოპოზიციავ. ბიძინას ესეც უნდა რომ არ შეხვიდეთ და ამაში ბურჯანაძე და ინაშვილიც ეხმარებიან. შედით პარლამენტში’


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×