რეზონანსი
30.11.2020

ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, კოვიდვაქცინა საქართველოში შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულზე რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის შემოვიდეს. ამის შესახებ ინფექციონისტმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„ვქცინასთან დაკავშირებით მსოფლიოში სასიხარულო ამბებია, 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს ექნება ეფექტური ვაქცინა. ჩანს, რომ ეს ვაქცინა არ იქნება ერთი და შეიძლება რამდენიმე ვაქცინა გამოჩნდეს, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი ჰქონდეს.

საქართველოში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დიდი ალბათობით გაზაფხულის დასაწყისში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინა მოსახლეობისთვის. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს რისკჯგუფის ადამიანებს და მათ, ვისაც ახლო კონტაქტი აქვთ კორონავირუსულ ინფექციასთან და მეტი რისკი, რომ დაინფიცირდნენ.

ზოგადად ყველა ვაქცინაცია ასე ტარდება, გადამდები ინფექციის დროს ვაქცინაცია პირველ რიგში უტარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მაღალი რისკი, რომ დაინფიცირდნენ. საქართველოშიც სავარაუდოდ ამ მიმართულებით დაიწყება ადამიანების ვაქცინაცია", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×