რეზონანსი
30.11.2020

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს, ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა.

„ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი, რთულია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის არსებული რეგულაციები და შეზღუდვები, რაც დაწესდა, შედეგს გამოიღებს დაახლოებით 10 დღეში, ორ კვირაში. ამიტომ, საფიქრებელია, რომ ორი კვირის შემდეგ ანუ რეგულაციების დაწესებიდან ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ახალი შემთხვევების ზრდის შეჩერება და შემდეგ შესაძლებელია უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ შემცირებაც კი, რაც მოახდენს მდგომარეობის მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას. მარგამ ეს არის გათვლა, რომელიც გაკეთებულია ეპიდემიოლოგიური სამსახურების მხრიდან და ვნახოთ, რამდენად გამოიღებს შედეგს", - განაცხადა ინფექციონისტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×