რეზონანსი
30.11.2020

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მესამე მოსმენით წარედგინა, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა ხუთი პროცენტით შემცირდება.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებულ მაჩვენებელზე, თუმცა „კოვიდ-19" პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებისას 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება განისაზღვრა მინუს ოთხი პროცენტით. ამასთან, პანდემიის კიდევ უფრო გამწვავების გამო, ვარდნის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა.

„ოქტომბერ-ნოემბერში „კოვიდ-19" შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისა და მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საქმიანობის შეზღუდვა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენას აგრძელებს. ზემოაღნიშნულისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება ხუთი პროცენტის ფარგლებში", - აღნიშნულია პროექტში.

არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3 პროცენტის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×