რეზონანსი
30.11.2020

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ხიდზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პირი, რომელიც მოპედს მართავდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა ,,არქიმედეში" გადაიყვანა.

,,დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში აქვს. გადაგვყავს კლინიკა ,,არქიმედეში", სადაც საჭირო კვლევა ჩაუტარდება", - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა ლუარა ჯახიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×