რეზონანსი
30.11.2020

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში აბანოების, აუზებისა და სპორტული დარბაზების მუშაობა შეჩერდება, ხოლო სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლებს შეზღუდული რაოდენობით დაუშვებენ.

„საუნები, აბანოები, სპორტული დარბაზები მუშაობას 1-ლი დეკემბრიდან შეაჩერებენ. სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლებს შეზღუდული რაოდენობით დაუშვებენ. ასევე შეიზღუდება ქუჩებში ხალხმრავალი ადგილების მონახულება. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. სახელმწიფო დაწესებულებები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებენ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 494 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 13 558 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 400 242 - გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×