რეზონანსი
30.11.2020

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და აქტივისტი, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში პოლიციის მისამართით მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა, მორიგ ვიდეოს ავრცელებს.

ასლან ვაშაყმაძე აცხადებს, რომ პოლიციელების მიმართ მოსახლეობის ძალადობისკენ მოწოდება აღელვების ნიადაგზე გამოუვიდა. ვაშაყმაძის თქმით, ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

„დღეს აღელვების ნიადაგზე გამომივიდა მოწოდებასავით, მოსახლეობის მიმართ. ფაქტია, არ უარვყოფ, მოწოდება გამომივიდა, რომ დღეს პოლიცია გადავიდა მოსახლეობასთან ძალადობაზე და მოძალადე პოლიციას ხალხმა უნდა უპასუხოს ძალით მეთქი, ანუ ძალით უნდა გავცეთ პასუხითქო. მოვუწოდებდი მოსახლეობას, გადავიდეთ ძალადობაზე, პოლიციას დავამტვრიოთ ხელები, დავამტვრიოთ ფეხები. იყო ასეთი რაღაც ჩემი მხრიდან გაჟღერებული.

რა თქმა უნდა, ეს ყველა სიტყვა იყო აღელვების ნიადაგზე წარმოთქმული. ავღელდი. ამაღელვა იმან, რომ დღეს საქართველოს პოლიცია ხალხს აღარ ემსახურება, პოლიცია ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს. მე ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები და ყველანაირ ძალადობას ემიჯნება საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია.

მინდა, სააგენტოებს ვუთხრა - ის ვიდეო რომ აიტაცეთ და აფრიალეთ, დღეს მთელი საღამოა, ესეც აიტაცეთ და ესეც გააშუქეთ, რასაც ახლა ვამბობ. ვთქვი, აღელვების ნიადაგზე. მოდით აქციაზე, თქვენ დადექით ღამე ამ სიცივეში, ამ ყინვაში და მერე მოვიდეს პოლიცია, გირტყათ და მერე როგორ აზრზე იქნებით და რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს",- განაცხადა ასლან ვაშაყმაძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
...........   (01.12.2020)
იმედია გაგეცემა საკადრისი აპსხუი შე თავხედო შენა

გიორგი   (01.12.2020)
რა ნაბიჭვაირ ვინმე ხარ რა

22222   (01.12.2020)
რატომ დგახარ მერე არ დადგე და არ მოგხვდება, თავი არ გეცოდებაა ამ პანდემიის დროსს

Gufa   (01.12.2020)
Aslan mogityan gulit sayvareli mishiko she seqtanto

სტატუს ქუო   (01.12.2020)
და რატომ დგეხართ, თქვე უსაქმურო პროვოკატორებო?

SOS   (01.12.2020)
SHEN GATAXSIREBULO KACO,vai kaco ara kaco,ras gdixar aqciaze,wadi da rogorc sxva vajkacebi irchenen tavs ise archine shenc sheni ojaxi,ishrome patiosnad da ara xalxis xarjze,Ivanishvils rom edavebit qonebas da stxovt shenaxvas fuls,Yvela Ivanishvilis gaketebulebi da dachenilebi xart? tu yqveni ojaxidan waigo milionebi,ra gaawkalet guli,msoflioshi uamravi milioneria,magram aravin edaveba mat shenaxvas da rchenas,boretebit da shurit avsebas,gaandzriet tvini da xelfexi,tqvenc gaxdit milionerebi!

1234   (30.11.2020)
კიდევ ერთხელ, პროკურატურას, რატომ არის ეს შნირი გარეთ იმ ღია მუქარის შემდეგ? რატომ არ არის დაპატიმრებული? წავიდეს აბა ამერიკაში და აღმართოს ხელი პოლიციელზე. იქვე გაუხვრეტავს შუბლს კანონის სრულის დაცვის ქვეშ. დემოკრატია ანარქიას არ ნიშნავს. კანონს თუ არა ემორჩილება, ყინვა არის თუ თოვლი მნიშვნელობა არა აქვს. პოლიციის მოვალეობა რომ აღკვეთოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თუ წინააღმდეგობას უწევ და მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებ, მაშინ უფლება აქვს რომ გაგანეიტრალოს. პოლიციელს ეს კანონით აქვს მინიჭებული. თუ ეს აქამდე არ იცოდი შენი "პარტიულ" ამხანაგს, ყოფილ პოლიცმაისტერს ჰკითხე.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×