რეზონანსი
01.12.2020

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოში პირბადის სწორად ტარების მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება და თუ ეს მაჩვენებელი 90%-ს არ ასცილდა, ჩაკეტვების და ლოქდაუნის კიდევ უფრო გახანგრძლივება არ აგვცდება. ეს კი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

„ამიტომ, ყველას ვთხოვ, იგივე, ბიზნესის წარმომადგენლებს, ობიექტების თითქმის 99%-ში, სადაც პირადი საჭიროებისთვის შევსულვარ, დეზობარიერი მშრალი დამხვედრია. საკუთარ ბიზნესში ინფექციის გავრცელება თქვენ უნდა აკონტროლოთ, თორემ შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას ვერ ავცდებით.

შეზღუდვები კარგია იმ გაგებით, რომ ინფექციის გავრცელებაზე გავლენას მოვახდენთ, მაგრამ ეკონომიკური გავლენა უზარმაზარია.

ვისურვებდი, შეზღუდვები ცოტა ადრე დაგვეწყო, უფრო ეფექტური იქნებოდა. არჩევნების პროცესმა ძალიან შეუშალა ხელი ინფექციის მართვას“, – აღნიშნა "დღის ქრონიკაშ" კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
...........   (01.12.2020)
იმედია მალე გადაივლის ეს ვერაგი ვირუსი რა

...........   (01.12.2020)
მკაცრად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×