რეზონანსი
01.12.2020

კოკო ღიბრაძე ვერანაირ ჩვენებას ვერ მისცემს, რომელიც დაადასტურებს, თუ რა მდგომარეობაში და რა შემთხვევაში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები და როგორ აღმოჩნდა ის წყალში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მოწმე კოკო ღიბრაძე ბრალდებულებისთვის ბრალის დამადასტურებელ ინფორმაციას არ ფლობს.

„მოწმე კონსტანტინე ღიბრაძე არანაირი ინფორმაციის მატარებელი არ არის კერძოდ, იმ ბრალდებაში, რასაც ამ შემთხვევაში ბრალდებულებს ედავებიან. აქ საუბარია იმაზე, რომ მოწმემ მკვლელობაზე და მკვლელობის ირგვლივ გარემოებებზე ისაუბროს. აგარაკზე, დაბადების დღეზე განვითარებულ მოვლენებს აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს შემდეგ უკვე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. კოკო ღიბრაძე ვერანირ გარემოებაზე ვერ ისაუბრებს და ბრალდების მხარისთვის სასარგებლო ვერანაირ ჩვენებას ვერ მისცემს, რომელიც დაადასტურებს რა მდგომარეობაში და რა შემთხვევაში მიიღო დაზიანებები გარდაცვლილმა გიორგი შაქარაშვილმა და როგორ აღმოჩნდა ის წყალში",- განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×