რეზონანსი
01.12.2020

მისი განცხადების მერე, ასლან ვაშაყმაძის ადგილი აღარ იქნება არც აქციებზე და არც საერთოდ, ჩვენთან, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე.

ვარშალომიძე ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეოს გავრცელებას მიუღებელს უწოდებს.

„ეს ადამიანი არის ოქრუაშვილის პარტიის წევრი, გააკეთა მიუღებელი განცხადება. ჩვენ, მთელი ოპოზიციური ერთობა გავემიჯნეთ ამ განცხადებას. ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ჩვენი აქციები არის მშვიდობიანი და ასეც გაგრძელდება, ამ განცხადების შემდეგ კი, ამ კაცის ადგილი აღარ იქნება არც აქციებზე და არც საერთოდ, ჩვენთან", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (01.12.2020)
შენც მიყევი მას და მოშორდი ამ მიტინგობიას.ეს შენაა აბუნტებ მაგ ხალხს და მერე ვითომ მიუღებელიას გაიძახი.თვალთმაქცი ხარ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×