რეზონანსი
01.12.2020

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა.

პაციენტი თავდაპირველად ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში იმყოფებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, გერმანულ ჰოსპიტალში გადიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა.

"პაციენტი შემოყვანილი იქნა მძიმე მდგომარეობაში. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება. სიპაპ ვარჯიშების გაკეთების მიუხედავად, არ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი და გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მძიმე მდგომარეობა განაპირობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. 29 რიცხვში დაფიქსირდა სიკვდილი", - განაცხადა კლინიკის ექიმმა.

კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა გარდაცვლილი კოვიდ სასტუმროში, ექიმებმა არ უპასუხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×