რეზონანსი
01.12.2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სიტუაციის მართვას ახერხებს.

„ბოლო პერიოდში აღინიშნება დრამატული მატება ახალი შემთხვევების. რაღაც მომენტში რაოდენომამ 5 000-მდე მიაღწია და შემდეგ შემცირდა. დღევანდელს რაც შეეხება, 3 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა და გარდაცვლილია 34 ადამიანი, ესეც დამაიმედებელი ფაქტია. მიუხედავად შემთხვევების ასეთი კატასტროფული ზრდისა, გარდაცვალებულთა რიცხვმაც მოიმატა, ეს იწვევს მოსახლეობის შეშფოთებას და შიშს. თუ დავაკვირდებით, გარდაცვალების შემთხვევების დასტაბილურება ხდება 30- 40 -ს შორის. რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ პანდემიაა მთელს მსოფლიოში. ამ სტუაციაში საქართველო, მიუხედავად ძალიან რთული ეპიდსიტუაციისა, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ახერხებს ძნელად, შეფერხებებით, დაგვიანებით, ხარვეზებით, თუმცა მაინც ახერხებს სიტუაციის მართვას. რა იგულისხმება ამაში. მართალია, ადგილი აქვს ტესტირების და პასუხის დაგვიანებას, 112 -თან დაკავშირების დაგვიანებას, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურბას, ოპერატიულად ვერ ხდება ყოველთვის მომსახურება, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია გართულებულია და რაც მთავარია, კლინიკაში ადგილები ზოგჯერ არასაკმარისია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მძიმე პაციენტის მოთავსება, მაგრამ ეს ხარვეზები არის პირობითი, შეფარდებითი, ნალები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში. ეს შეიძლება ითქვას, ნაკლები შეღავათია ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ უნდათ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ჩვენც გვინდა, მაგრამ უნდა შევხედოთ სინამდვილეს თვალებში, რომ საქართველოში ეს პროცესები იმართება უკეთესაც, ყოველ შემთვევაში არაუარესად ვიდრე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების დრამატული მატებისა, საქართველოში „კოვიდ-19"-ით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არ არის.

„როგორც საბოლოო შედეგი ამისი გახლავთ ის, რომ საქართველოში მიუხედავად შემთხვევების დრამატული მატებისა, მიუხედავად გარდაცვალების შემთხვევების მატებისა, საქრათველოში ჩვენ ვინარჩუნებთ „კოვიდ-19"-ით გარდაცვალების პროცენტულად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელია 0. 92 პროცენტი, ასეთი პროცენტი ან უფრო ნაკლები აქვს ევროპასა და ამერიკაში მხოლოდ სამ თუ ოთხ ქვეყანას, ყველა დანარჩენ ქვეყანას, ჩვენზე უფრო განვითარებულ და ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემიის ქვეყნებს, გარდაცვალების პროცენტი გაცილებით მაღალი აქვთ. ეს არის ყველაზე სარწმუნო პერიოდი იმისა, რომ ყველა სიძნელის მიუხედავად, საქართველოში კლინიკური მართვა აი, ამ გახშირებული შემთხვევების ხორციელდება სწორად, ექფექტიანად და მოსახლეობას შეუძლია იგრძნოს თავი დაცულად და უსაფრთხოდ", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მატყაუარა   (01.12.2020)
არ იღლებით ამდენი ტყუილებით და პასკვილებით? თუ მართლა კორონა გადაიტანეთ ახლა თქვენ ყველაზე მეტად დამშვიდება და ლიმონიანი ჩაი მოგიხდებათ...და ნუ მანიპულირებთ ციფრებით...ცივილიზირებული მსოფლიო ყველაფერს ითვლის 1 მლნ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ნახეთ სად ტ...ში ვართ...აზერებს და სომხებს გადავასწარით კოვიდიანების საერთო რაოდენობით...რა მართვაზეა საუბარი? ჩინეთში გააგზავნეთ დელეგაცია,იქნებ იმათ გასწავლონ როგორ უნდა მართვა...

098   (01.12.2020)
აბა ჰე იგრძენით თავი უსაფრთხოდ.სამი კაცი როცა გყავდათ კორონა ვირუსიანი,მაშინ არ გქონიათ ასეთი შემმართება.ნეტა რა გვემართება...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×