რეზონანსი
01.12.2020

მთავრობის ადმინისტრაცია ყოველდღიურ რეჟიმში ჩაშლილად აღარ აცხადებს, თბილისსა და რეგიონებში რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

როგორც წესი, მთავრობის ადმინისტრაციაში ყოველდღიურ ბრიფინგს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა მართავს და ამბობს, გასულ 24 საათში ინფიცირების რამდენი შემთხვევა გამოვლინდა, რომელ რეგიონში რამდენი დადასტურდა, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი პაციენტია მძიმე და ა.შ.

21 ნოემბრის ჩათვლით სიჭინავა გარდაცვალების მაჩვენებელს რეგიონების მიხედვითაც იტყობინებოდა, 22 ნოემბერს, კვირა დღეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ მეილზე დააგზავნა, 23 ნოემბრიდან კი სიჭინავას მიერ ეს ინფორმაცია აღარ ცხადდება.

მიზეზის გასარკვევად ფორმულა მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა - მათ პასუხი არ აქვთ კითხვაზე, რატომ აღარ იტყობინებიან გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რეგიონების მიხედვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×