რეზონანსი
01.12.2020

23 წლის სალომე გვასალია, რომელიც დღეს ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა სამეგროლოდან, სოფელ ზემო ფოცხოდან არის. გოგონას ექვსი წლის შვილი დარჩა. ახალგაზრდა სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. სალომე გამორჩეულად მოწესრიგებული კარგი გოგო და კარგი მასწავლებელი იყო.

ის ორი თვის წინ ხიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. გოგონა ამ დრომდე კომაში იმყოფებოდა, დღეს კი მისი გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

„იმ დღეს ხურმის ხეზე ასულა, ზამთრისთვის უნდა შევინახოო. სიცოცხლით სავსე გოგო იყო, წინ იყურებოდა და მომავალზე ფიქრობდა. ზამთრის შესანახზე ფიქრობდა. გული და სული გვეწვის, დღეს რომ გავიგეთ მისი ამბავი. მთელი ფოცხი ტირის ამ გოგოზე", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Qetino gnolidze   (01.12.2020)
Acxonos ufalma misi suli

Eliso   (01.12.2020)
Natelshi amyofos misi suli


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×