რეზონანსი
01.12.2020

გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი ირაკლი უგულავა, რომელმაც დავით გარეჯის საქმის რუკებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაატარა, განმარტავს, რომ რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომელშიც არსებული ხარვეზები ამ საქმეში მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა.

„საექსპერტო დასკვნის გაკეთებისთვის ბრალდებულების ადვოკატებმა მომმართეს და მე ამ საკითხზე ჩემი საექსპერტო დასკვნა გავაკეთე. ჩემი მხრიდან ვერდიქტი არის შემდეგი - ამ რუკების გამოყენება იმ მიზნით, რომ მოხდეს მანძილების შეფასება და წერტილების დაშორების ერთმანეთთან შეფასება, მიუღებელია იმის გამო, რომ ისინი შესრულებულია მოძველებულ კარტოგრაფიულ პროექციაში და ამის საშუალებას არ იძლევა. შემოწმება მოხდა შემდეგნაირად - ავიღეთ საკონტროლო წერტილები, ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო ზუსტად რუკაზე აღებულ ანალოგიურ საკონტროლო წერტილებს. გარდა ამისა, არ ემთხვევა რეალურად ადგილზე აღებულ საკონტროლო წერტილებს და ეს არდამთხვევა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის სცდება დასაშვებ ზღვარს.

რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომ დამახინჯებები ამ საქმეში მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა. რუკები გაკეთებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, რომელშიც დარღვეულია მათემატიკური საფუძვლები, დარღვეულია მანძილები უცვლელ ობიექტებს შორის. ანუ, გადამოწმდა საკონტროლო წერტილები და ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო გვიანდელ რუკებს", - განაცხადა ირაკლი უგულავამ.

მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ პროკურატურას არ აქვს რეალური საფუძველი ამ ექსპერტიზის დისკრედიტაცია მოახდინოს და ცდილობენ თემა პოლიტიკურ ჭრილში განიხილონ, რომ „ირაკლი უგულავა გუგი უგულავას ძმაა".

„ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ პროკურორს იურიდიული განათლება აქვს და კანონების ცოდნა ბევრად უფრო მაღალ დონეზე მოეთხოვება, ვიდრე მე. მე კარტოგრაფი, გეოგრაფი ვარ სპეციალობით. მან უნდა იცოდეს, რომ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ლიცენზირებას. კანონში ასე წერია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ამ დასკვნის წინააღმდეგ არსებითი არგუმენტები და ცდილობენ ჩემი პიროვნების „გაშავებას" და ცუდად წარმოჩენას. იყენებენ ისეთ მდაბიო აგუმენტებს, თითქოს მე ვარ გიგი უგულავას ძმა. რა თქმა უნდა, მე ვარ მისი ძმა, მაგრამ მგონი, ეს არ არის არც დასაძრახი და არც ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციაზე არ მიუთითებს",-განაცხადა ირაკლი უგულავამ.

მან საკუთარ საქმიანობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ საქმეში 21 - წლიანი გამოცდილება აქვს.

„ჩემი საქმიანობა არის გეოსაინფორმაციო სისტემები და კარტოგრაფია. 21 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. განათლებით ვარ გეოგრაფი და მაქვს გეოგრაფის დიპლომი",- განმარტა ირაკლი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ეთერი   (01.12.2020)
მადაბიო საქციელია სამშობლოს გაყიდვა, ვიწრო პარტიული ინტერესების გამო. მადაბიო საქციელია როცა ძმის გამო უარს ამბობ შენს პროფესიონალიზმზე და ბოლოს მდაბიო ვიწრო ოჯახური კლანის ინტერესებს ვერ გაცდით.

დაჩი   (01.12.2020)
შენ ხარ გეოგრაფი და არა კარტოგრაფი. ის რომ რუკებს მარკეტინგული მიზნით იყენებ და არ ქმნი, არ ნიშნავს რომ კარტოგრაფი ხარ. და სენი გეოგრაფიული ცოდნა მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეებში არ უნდა გამოიყენო. სხვა საქმეა სად იყო აქამდე ეს ქვეყანა, ხელისუფლება, ისტორკოსები და პოლიტიკოსები... ეს ამბავი 2012 წლიდან იწვევდა უკვე ეჭვს, რადგან პრველად სწორედ 2012 წელს თქვა თქვენმა „გენიოსმა“ კალანდაძემ დავით გარეჯა არ არის საქართველოო.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×