რეზონანსი
01.12.2020

მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება, რაც პანდემიით არის გამოწვეული, ასევე საქართველოში დაწყებული ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიუჯეტზე, რომლის პარამეტრები 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული 2021 წლის პროექტში. ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს 4.3 პროცენტით არის დაგეგმილი, რაც ასევე კორექტირებულია ვირუსის მეორე ტალღის გათვალისწინებით, - ამის შესახებ Facebook-ზე ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი წერს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება.

ექსპერტის განცხადებით, მნიშნველოვანია, რომ ეკონომიკის დახმარების მეოთხე პაკეტი საკმაოდ მსუყეა და დაახლოებით 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს. მისი თქმით, სოციალური მხარდაჭერის გეგმასთან ერთად, ბიუჯეტით გათვალისწინებულია სისტემური მხარდაჭერა პენსიონერებისთვის, რაც გულისხმობს პენსიების ინდექსაციის განხორციელებას, რის შედეგადაც სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებს 1-ლი იანვრიდან პენსია გაეზრდებათ მინიმუმ 20 და 25 ლარით. ამასთანავე, 1-ლი იანვრიდან გაიზრდება სტატუსის მქონე მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება 100 ლარით და სრულად დაფინანსდება 2020-ში პოლიციელთა და ჯარის ხელფასები.

„თუკი რამე გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკას, ეს არის მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გზების მშენებლობა. ბიუჯეტში წერია, რომ უწყვეტად გაგრძელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, 2021 წელს კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-თან მიმართებაში 7.9% იქნება, რაც წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის ოპტიმალურ ნიშნულს. ასევე ახალი, გაფართოებული მიზნობრიოებებით გაგრძელდება ბიზნესის მხარდაჭერის ყველა სახელმწიფო პროგრამა. საინტერესოა, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ტრადიციულად ბიუჯეტის კრიტიკას დაიწყებენ გარედან, თუ შევლენ პარლამენტში და იქ ეცდებიან რაიმე ფასეული არგუმენტი მოიყვანონ?", - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×