რეზონანსი
01.12.2020

სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ეს ფაქტი დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს, თითქმის ასეთივე სააკაშვილის მძიმე განცხადება, როდესაც თავის აქტივისტებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს სახლში მივარდნოდნენ და შეურაცხყოფა მოეყენებინათ, - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის წევრი ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის განცხადებას.

სესიაშვილის თქმით, „მანამდე ოყო მათი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის უმსგავსო საქციელი, როცა მან პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა".

„ასევე, 20 ივნისს პოლიციელების რიგებიდან გამოყვანა, ცემა და მათზე ძალადობა. რეალურად, ეს არის მათი ერთიანი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება. მთავარი არის არა განცხადებები და მათი მხრიდან შეფასებები, არამედ ის, რომ პირველ რიგში ასეთ პოლიტიკურ აზროვნებას, ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას გაემიჯნონ. მერე შეიძლება მათ პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს ფასი ჰქონდეთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×