
ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ქუთაისის ინტერვნციული მედიცინის ცეტრთან შეიკრიბნენ. ისინი დაუდევრობაზე საუბრობენ და ექიმის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.
ოჯახის თქმით, ოპერაცია არასწორად ჩატარდა, რის გამოც ისინი ექიმის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. დაღუპულის ნათესავებს საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას სურთ და დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.
“მედიცინა ნორმალურ ფორმაში რომ იყოს ამას მოვითხოვ, სხვისი შვილები რომ აღარ შეეწირონ, გამოძიებას ვთხოვთ, სიმართლე დაადგინოს. ვინც არის დამნაშავე ბავშვის სიკვდილში, ასე დაუსჯელი ხომ არ უნდა დარჩეს? დღეს ჩვენ დავიღუპეთ, მაგრამ ხვალ და ზეგ თქვენ იქნებით შემდეგნი…” – ამბობენ ოჯახის წევრები
ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტო და ამის მიხედვით დადგინდება გახდა თუ არა დაუდევრობა სიკვდილის მიზეზი.