რეზონანსი
01.12.2020

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არც ერთი ისეთი პარამეტრი არ არის, რაც მომავალი წლის მიმართ იმედიანად განგვაწყობს, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, 2021 წელი ყველანაირად რთული წელი იქნება, "არაკომპეტენტური მთავრობის პირობებში" კი, არ ელის რაიმე ისეთ ინიციატივას, რომლითაც არსებულ გამოწვევებთან გამკლავება იქნება შესაძლებელი.

"წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მთავრობა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ როგორმე რაღაც პერიოდი გადააგორონ. როგორც ჩანს, ბიუჯეტის პროექტიც 2021 წლის გადაგორებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ვერ იქნება ბიუჯეტი, რომლითაც პრობლემებს გავუმკლავდებით. მთავრობას ხედვა, მათ შორის ეკონომიკური ხედვა არ გააჩნია. მას არ გააჩნია არც კომპეტენცია და არც ნდობა საერთაშორისო დონორებისგან, რომ მივიღოთ სახსრები, რითაც ამ მძიმე კრიზისიდან გამოვალთ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ადამიანებმა პირველი ოთხი თვის გადატანა შესძლონ და ასევე ის, რომ მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება.

"ხელისუფლებამ მოახერხა, რომ კოვიდპანდემიის დაწყებამდე, საქართველო რეგიონში ყველაზე ნაკლებად ზრდადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, უცხოური ინვესტიციები მინიმუმამდე დავიდა. ამ მთავრობას მისი უნარებიდან გამომდინარე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა არ შეუძლია. არ უნდა ველოდოთ, რომ მოქმედი ხელისუფლება ეკონომიკას ოდნავ მაინც გამოაცოცლებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას მოახერხებს. სამწუხაროდ, დეფოლტის საშიშროება წარმოიშობა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×