რეზონანსი
01.12.2020

ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე საუბრისას „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„სამინისტრო შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში, ითვალისწინებს ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც.

რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ექიმის შეფასებით ჩაითვალა, მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის„- აცხადებს თამარ გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×