რეზონანსი
01.12.2020

უარესი არჩევნებიც ყოფილა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ TV პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები გაყალბებულია და ამ საკითხზე კამათს არანაირი აზრი არ აქვს.

„ეს კამათი ისეთივე უშედეგოა, როგორც 2008 წლის 6 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ გამართული უშინაარსო კამათი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვითხრეს ძალიან ტრაგიკული ფრაზა, რომ ეს კინო უკვე 30 წელია გრძელდება. დიახ, 30 წელია ამ კინოს ვუყურებთ. ერთადერთი განსხვავება ამ და წინა არჩევნებს შორის ის კი არ არის, რომ ასეთი უპრეცედენტო გაყალბება საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ. ეს ასე არაა, უარესი არჩევნებიც ყოფილა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ აქ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ყოველ 1% და 0,5%-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

ხიდაშელის თქმით, ახლა ის მომენტი დგება, როდესაც წინ, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ.

„ახლა ვერ გავიყინებით, ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით და ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე გაბუტული ვერ იცხოვრებს. არჩევნები გაყალბდა, მოლაპარაკებები ჩიხშია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მე 1-ელ ნოემბერსვე ვთქვი, რომ არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია ერთი არჩევანით, ერთი გამოსავლით აცოცხლებს ქვეყანას. ოპოზიციამ უნდა დააყენოს სახელმწიფო ინტერესები საკუთარ სიბრაზეზე, ეგოზე, განცხადებულ სიტყვაზე უფრო წინ და მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის შენებაში მონაწილეობის შესახებ", - განაცხადა ხიდაშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
sos!   (01.12.2020)
გაყალბება არ იყო ამ არჩევნებზე,ამაში ვერ დაგეთანხმები,ყოველ უბანზე 5-8 ნაციონალების დამკვირვებლები იყო,ამასთან სხვა პარტიებისაც...დანარჩენში ქ-ნ თინას ვეთანხმები.

Kaha   (01.12.2020)
Sheagde sheni Siri qmar

ანა   (01.12.2020)
პირველად ამბობს სიმართლეს

კახელი   (01.12.2020)
ამ ქალს პირველად ვეთანხმები


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×