რეზონანსი
01.12.2020

2020 წელს გამოჩენილი მტერი ქართულ ეკონომიკას არც 2021-ში მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. სამწუხაროა, რომ 2020 წლის მსგავსად, ვალების აღების ხარჯზე მოხდება ვალდებულებების ნაწილის გასტუმრება 2021 წელსაც. თუმცა, მეორე მხრივ, ვალების არ აღება ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა გონივრულ გადაწყვეტილებად. , - ამის შესახებ Facebook-ზე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია წერს.

მისივე თქმით, ვალის აღება, არა მხოლოდ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული მოქმედებებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანი საბიუჯეტო და ქვეყნის სოციალური სტაბილურობისათვის, რომელიც თავის მხრივ, ჯამში სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფს 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს: პენსიონერს, მასწავლებელს, ჯარისკაცს, პოლიციელს, ექიმს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საყოველთაო ჯანდაცვასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე.

„დღესვე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კოვიდის გააქტიურებასა თუ შენელებაზე და აგრეთვე, ხელისუფლების მიერ კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარებზე იქნება დამოკიდებული 2021 წლის, როგორც ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და დასაქმება, ასევე ინვესტიციების მოცულობა, საბანკო სესხის ღირებულება თუ სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, რომელიც საქართველოსთვისაა 2021 წელს პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის, თუ სხვათა მიერ“, - აცხადებს ექსპერტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×