რეზონანსი
01.12.2020

გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დავით-გარეჯის საქმეზე 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სამონასტრო კომპლექსი ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.

„მოგეხსენებათ, რომ კომისია არის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია. ის არ ექვემდებარებოდა უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. მე დავაფიქსირე ღიადაც და დღეს გამომძიებელთან ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებაში. არც მაშინ და არც დღეს არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმში ან მათ პატრიოტიზმში“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×