რეზონანსი
01.12.2020

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე არ შეიცვლება და არ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკებები, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სხვადასხვა პარტიები ხვდებიან ერთმანეთს. საკითხი ეხება სწორედ იმ ბოიკოტს, რომელიც ოპოზიციამ გამოაცხადა, იმ მოლაპარაკებებს, გავცვალოთ აზრები. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე არ შეიცვლება და არ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკებები. ჩვენ მსგავსი რამ არ მოგვისმენია, რომ რომელიმე პარტიას ცალკე შესვლა გამოსვლაზე დაეფიქსირებინა პოზიცია. ეს არის ვარაუდები, ვარიანტები, მაგრამ პირველი განცხადება რაც გაკეთდა, სწორედ იმ პლატფორმაზეა მთელი ოპოზიცია. ბუნებრივია, ყველა შეხვედრა ემსახურება ერთ რამეს, რომ შეჯერებული პოზიცია გვქონდეს, ერთიანი, გადამოწმებული ერთმანეთთან. ვფიქრობთ, უამრავ სხვადასხვა სცენარზე, მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც სამწუხაროდ შექმნილია ქვეყანაშია – პანდემია, ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ძირითადი საკითხი იყო სწორედ საარჩევნო და მოლაპარაკების თემები“, – განაცხადა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
******   (02.12.2020)
ძალიანაც კარგი თუ არ შეეთრევით, ეყარეთ ქუჩაში, თქვენი ადგილი იქ არის, არც იმ დაფინანსების ღირსები ხართ, ჩვენი ჯიბიდან რატომ უნდა დაგაფინანსოთ, ნერვები რომ გვიშალოთ ხალხს იმისთვის?

lela   (01.12.2020)
she aferisto gataxsirebulo,fulis mona,xalxis mdzarcvelo,ratom gmerti ar gaicinebs,rom shen politikis enit gagulavdi,sheni adgili cixe da jojoxetia da ara parlamenti.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×