
გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
„ვარშავიდან ჩემს პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩავერთვები ნატოს მინისტერიალის მუშაობაში. თავად ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ნატოსთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი არის პრიორიტეტული. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ფორუმს, რომ პარტნიორებს ვაჩვენოთ საქართველოს პროგრესი. მინისტერიალი იმართება ახალ ვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა გეოპოლიტიკური სურათი. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ხედვა - რა ზომები უნდა იყოს მიღებული, რათა საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება“, - განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1) | 2020 (02.12.2020) 2008-წლის შემდეგ, ნატოში გაწევრიანების მხრივ, საქართველოს რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ვერ მიუღწევია, რაც არის საგარეო პოლიტიკის კრახი...ვინმე ახსნის, რას ნიშნავს, ნატოს მხრიდან განცხადების გაკეთება, რომ საქართველოს ჯარი აკმაყოფილებს, ნატოს სტანდარტებს, რა, საქართველოს არმიის შეიარაღება და აშშ-ის არმიის შეიარაღება, ერთი და იგივე დონეზეა???
| |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|