რეზონანსი
01.12.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.

"სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები, ამას მე გაზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდი. ამ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, სამწუხაროდ მე კლინიკურ საკითხებში ვერ გამოვდგები ექსპერტად.

ჩვენ 20 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც არის ყველაზე მძიმე. ყველაფერი აქედან მოდის, რაც მეტი ადამიანი არის ავად, პროპორციულად მეტი იქნება მძიმე და მეტი იქნება გარდაცვალება. ამიტომ იყო ჩვენი მიმართება იქითკენ, რომ ნაკლები ყოფილიყო ავადმყოფი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში ინფიცირების შემთხვევათა ზრდა არის მოსალოდნელი.

"ჩვენ ჯერ შემთხვევათა რიცხვის შემცირებაზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ იმაზე, რომ ზრდა არ იყოს. უახლოეს დღეებში კიდევ ზრდა არის მოსალოდნელი. ვფიქრობთ, რომ ორი კვირის შემდეგ როგორმე მოვახერხოთ სიტუაციის დასტაბილურება, რომ მატება არ იყოს. 4000 კი არა, 6000 და 8000, რომ არ იყოს დღეში ამისათვის არის ეს აკრძალვები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×