რეზონანსი
02.12.2020

რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსმა ცნობილი ქართველი მაესტროს გოგი ბერიძის და მისი მეუღლის სოცოცხლე იმსხვერპლა. ამ ფაქტმა უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული, რადგან გოგი ბერიძეს მსოფლიო მუსიკალურ წრეებშიც შესანიშნავად იცნობდნენ.

მაესტროს და მისი მეუღლის დაინფიცირების შესახებ, “პრაიმამბებს” მათი შვილიშვილი, ცნობილი მწვრთნელი და სერიალ “ჩცდ”-ს მსახიობი გიორგი ორბელაძე ესაუბრა.

"ბებია ორ კვირაში გამოწერეს. კორონავირუსისგან განკურნებული იყო, მაგრამ სუსტად გრძნობდა თავს. ამიტომ სულ იწვა ან იჯდა. მეთორმეტე დღეს კი, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა. ბებიის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა ბაბუა. იგი რეანიმაციაში იწვა და იქ დაიღუპა. ფილტვების ანთება ჰქონდა და ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ბოლოს გული გაუჩერდა და გულით დაიღუპა. ბებია გარეთ საერთოდ არ გადიოდა, ბაბუა კი, ქუჩაში მხოლოდ ერთხელ იყო გასული და პირბადე ეკეთა.

ბებიაჩემი კლინიკიდან სასწრაფომ მოიყვანა სახლში. მეორე სართულზეა მისი ბინა და ზუსტად სამი საათი დასჭირდა სახლამდე ასასვლელად, რადგან გონებას კარგავდა. ვფიქრობ რომ იმ მომენტში კლინიკიდან არ უნდა გამოეწერათ", - განუცხადა "პრაიმამბებს" გიორგი ორბელაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (02.12.2020)
გაუფრთხილდით ერთმანეთს. კოვიდი ჰკლავს. შენ თუ არ "გეშინია" და ფეხზე ჰკიდია შენი ჯანმრთელობა, შენ შეიძლება დაავირუსო სხვას ვისაც სურს რომ იცოცხლოს. ნუ აჰყვებით ნაცებიდან ანარქისტებად ქცეულ დემაგოგებს - ჯაფარიძეს და მის ბანდას.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×