რეზონანსი
02.12.2020

პაციენტების დიდი ნაწილი არის სრულიად უსიმპტომო. დაავადების დაწყებიდან ბოლომდე არცერთი სიმპტომი არ ვლინდება და ასეთი პაციენტების რაოდენობა ძალიან ბევრია. ამ დროს PCR-ტესტი არის დადებითი და ამ ხალხს შეიძლება კიდევ დიდხანს ჰქონდეთ დადებითი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„ასევე კოვიდინფიცირებული ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, დაახლოებით 20 პროცენტი, რომელიც არ გამოყოფს ვირუსს ცხვირ-ხახის ლორწოვანზე, საიდანაც ვიღებთ მასალას PCR-ისთვის. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მძიმე პაციენტი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ყველა სიმპტომი აქვს კოვიდის და PCR არის უარყოფითი, ასეთ დროს ჩვენ ვითხოვთ ე.წ. ბრონქების ამონარეცხს, რომ აქ გავაკეთოთ ტესტი, რადგან ეს უფრო მგრძნობიარე და ასეთ დროს ვიჭერთ ვირუსს. საშუალო და მსუბუქ პაციენტს, ამ კვლევას დიაგნოზტიკის მიზნით ვერ ჩავუტარებთ, ამიტომ როდესაც არის კოვიდის ტიპური სიმპტომები და ასევე პაციენტი არის დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტი, მაგრამ PCR არ ისაზღვრება, მაინც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის კოვიდი და ვმართოთ როგორც კოვიდი", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (02.12.2020)
ის აკონტროლეთ დადასტურებული რომ აქვთ და მაინც დადიან ხან მაღაზიებში და ხან სად.შენიშვნას რომ მისცემ სასაცილოთ არ ყოფნით ჩვეულებრივი გრიპის მერე რა რას გიშლითო


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×