რეზონანსი
02.12.2020

ეკატერინე ტიკარაძემ შშმ ბავშვების საჭიროებებისთვის ამოქმედებული ცხელი ხაზის შესახებ ისაუბრა. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულზე ამოქმედდა.

„ეს ცხელი ხაზი მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით და რა თქმა უნდა არა მხოლოდ. ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს ოლაინ-კლინიკას, რომელიც დაარსებული არის ჯანდაცვის სამინისტროში და ყველაფერი იქნება აყვანილი ქალბატონ თამარ ბარკალაიას პირადი კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს და ასევე მშობლებს აქვთ პანდემიის პირობებში, იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეაგირება განხორციელდეს ყოველივეზე", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×