
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, საქმესთან დაკავშირებული ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
"ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ვერ დავტოვებდით ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. ისინი გააკეთებენ განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა და ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ეს კითხვები, პირველ რიგში, პასუხგაცემული მესაჭიროება მე იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა", - თქვა ტიკარაძემ.