რეზონანსი
02.12.2020

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ მათ შო­რის, არც 2021 და 2022 წლებ­ში.

რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის" მიერ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფის ზრდის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორ­ში გა­ზის ტა­რი­ფის ზრდა სე­მეკ­თან შე­თან­ხმე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილს, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი სე­მე­კის მიერ 3 წლის ვა­დი­თაა დად­გე­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პე­რი­ოდ­ში ტა­რი­ფის ზრდა არ მოხ­დე­ბა.

„ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი ერთი წლის წინ და­ვად­გი­ნეთ სამ წლი­ა­ნი ვა­დით, რაც ნიშ­ნავს, რომ 2021 და 2022 წლებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ.

კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორ­ში გა­ზის ფასი დე­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არ სა­ჭი­რო­ებს კო­მი­სი­ას­თან შე­თან­ხმე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით გვაც­ნო­ბა კომ­პა­ნი­ამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 3 იან­ვრი­დან შპს" თბი­ლი­სი ენერ­ჯის" არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებს, პუ­რის სა­წარ­მო­ე­ბის გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 24 თეთ­რით ეზ­რდე­ბათ და ერთ კუ­ბურ მეტრზე 86 თეთ­რის ნაც­ლად, ერთი ლა­რით და 10 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (02.12.2020)
შენ დედას შევეცი 24-ჯერ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×