რეზონანსი
02.12.2020

ვინც ეს მოიფიქრა, მან საბოლოოდ აახია სახე „ქართულ ოცნებას", იმ რამდენიმე კაცმა, ვინც ახლა ზის და არჩევნებთან დაკავშირებით სცენარებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამუშავებს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების სავარაუდო განახლების საკითხს.

როგორც ლაგაძიზემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუშინ ხელისუფლებამ ოპოზიციისთვის და დასავლეთისთვის მოქნეული ჩაქუჩი თავში თვითონ გაირტყა.

„დავიწყებ გუშინდელი დღით, როდესაც ხელისუფლებამ 4 სასამართლო პროცესის და სისხლის სამართლის საქმის განახლება დააანონსა ერთ დღეში. ეს იყო პირდაპირ გამოწვეული ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით და მიზნად ისახავდა უპრეცედენტო რამეს. მსოფლიო ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, როცა ოპოზიციას დევნიან იმისთვის, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, ვერ მოახერხონ შესვლა. ჩვენ გუშინ ვიხილეთ მართლა უნიკალური შემთხვევა, რომელიც მსოფლიოს ათასწლეულ ისტორიაში არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციის დევნა დაიწყო და სასამართლო პროცესები ჩანიშნა მათი დაჭერის მიზნით იმისთვის, რომ ამ გზით ეიძულებინა ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო", - განაცხადა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, თუკი რაიმე ილუზიები დასავლეთის წრეებში იყო დარჩენილი იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას" საღი აზრი შერჩა, ეს ილუზიები გუშინდელის შემდეგ სრულად გაიფანტა.

„დღევანდელი დღე ამის დასტურია, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდა გუშინ დაანონსებული ოთხივე პროცესი უვადოდ გადაედო. რა თქმა უნდა, ზეწოლა მოხდა ხელისუფლებაზე. ვინც ეს მოიფიქრა „ქართულ ოცნებაში", მან საბოლოოდ აახია სახე „ქართულ ოცნებას", იმ რამდენიმე კაცმა, ვინც ახლა ზის და არჩევნებთან დაკავშირებით სცენარებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამუშავებს. წარმოიდგინეთ, რა შოკი იქნებოდა ეს ინფორმაცია გუშინ ამერიკის ელჩისთვის, მაშინ, როდესაც ლამის ყოველდღიურ რეჟიმში დასავლელი დიპლომატები სხედან და მომრიგებლის როლში გამოდიან საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს შორის. იმის ნაცვლად, რომ ამას პროცესი წინ წაეწია, გუშინ აიღეს და ჩაქუჩივით თავში ჩაარტყეს. ეგონათ, რომ დასავლეთსაც და ოპოზიციასაც თავში ჩაატრყეს, ამ დროს კი, თვითონ გაირტყეს საკუთარ თავში, ვინც მოიქნია. ამ ფონზე, ძალიან პესიმისტურად ვუყურებ, რომ ხელისუფლებას საღი აზრი ჰქონდეს. ამით იმდენად დაიზიანა თავი „ქართულმა ოცნებამ", რომ ერთი მხრივ, ოპოზიციას მისცა სერიოზული ბერკეტი დასავლეთის მედიაში, საექსპერტო წრეებში, ბაიდენის ახალ ადმინისტრაციაში ყველას თვალებზე ააფარონ. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც გუშინ აქ გამოიარეს დასავლეთის ეჩებმა", - განაცხადა ლაგაზიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
მედეა   (03.12.2020)
არ წერთ სიმართლეს,ივანიშვილზე პიროვნულად ხართ ნაწყენი და ამის გამო გ ვ ა ტ ყ უ ე ბ თ გია ხუხაშვილივით.ოპოზიცია ცდება,მას ვერ უშველით.

Hugo   (02.12.2020)
Tavsi sen gak cartymuli lazagize chaquchi didi hania

Temo   (02.12.2020)
Chaikminde dedakaco eg wakla ena sheni naeqspertali ar gaishvas

Nani   (02.12.2020)
ამას ვინ დააბრალა ექპერტობა ? ოპოზიციის დუშმანი

Yliberali   (02.12.2020)
Lagazidze she provokatoro

Gufa   (02.12.2020)
Mishas laqiaa es qali mikerdzoebuli da araobieqturi vitom eqsperti

ნინო   (02.12.2020)
არასდროს ჩემი აზრი შენსას არ ემთხვევა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×