
„ევექსის-ჰოსპიტალების" გენერალური დირექტორი, გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, რომ მათ კლინიკებში საწოლებისა და ექიმების დეფიციტი არ არის.
მინდიაშვილის თქმით, "ევექსის" კლინიკებში საწოლების 19% თავისუფალია, ხოლო 8 000-მდე თანამშრომელი კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.
"მე ვსაუბრობ 18 ჰოსპიტალზე ქვეყნის მასშტაბით და ამ წუთის მდგომარეობით, დატვირთვა კოვიდის მდგომარეობით, არის 80/81%, რაც იმას ნიშნავს, რომ 19% საწოლების თავისუფალია. შეიძლება ერთ რეგიონში მეტი იყოს დატვირთვა, მეორეში ნაკლები. ამიტომ საფრთხილოდ არის ამაზე სასაუბრო. ყოველდღიურად ჩვენი ქსელიდან ეწერება 120/130 პაციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ბრუნვაშია და დღის განმავლობაში თავისუფლდება 120/130 საწოლი და ჩვენ შეგვიძლია ყოველდღე ამ რაოდენობის ახალი პაციენტი მივიღოთ. კარგი ის არის, რომ 800-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია და დაბრუნდა სამუშაო ადგილებზე. დაახლოებით 400 თანამშრომელი რჩება, რომელიც არის აქტიური კოვიდინფიცირებული და სამწუხაროდ, ჩვენი 6 თანამშრომელი გარდაიცვალა", - განაცხადა "დღის კურიერში" "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა.