რეზონანსი
02.12.2020

ჩვენ პანდემიის პირველი დღიდან გამოვაცხადეთ 2 მთავარი პრიორიტეტი: პირველ რიგში, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მეორე, სოციალური მხარდამჭერა და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ბიუჯეტის პროექტი ეფუძნება სწორედ ძირითად ხაზს.

„ჩვენ რა თქმა უნდა, რესურსებში ვართ შეზღუდული და ძალიან კარგად გვესმის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გაცილებით მეტი სჭირდება, თუმცა ეს არის ის მინიმუმი მხარდაჭერა, რაც დღეს ამ რესურსებით შეგვიძლია. ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ეტაპი, რომელიც გულისხმობს ისეთ მხარდაჭერას, როგორებიცაა, მაგალითად, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და სხვა" ,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა მოკლევადიანი ღონისძიებებისა, ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილია სისტემური ხასიათის პოლიტიკის გამოვლინება, ისეთი, როგორიც საპენსიო უზრუნველყოფაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×