რეზონანსი
02.12.2020

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები „დადებითად და წარმატებით დასრულდება“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხდა.

დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების განცხადებებს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება სასამართლო პროცესების გადადებით ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას ცდილობს.

კახი კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესების გადადება პარლამენტში შესვლის საკითხთან კავშირში არ არის.

„ვერ ვხვდები რა კავშირშია პარლამენტში შესვლასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განცხადებები, ყველამ ვნახეთ, რა იყო პროცესების გადადების მიზეზი. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებით დაფიქსირდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (03.12.2020)
რა გაუძლებს მაგათ ჭაჭყანს პარლამენტში,მოთმენა ძნელი იქნება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×