რეზონანსი
02.12.2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნაწილობრივი ლოკდაუნი და ტესტირების გაფართოება დაახლოებით სამი კვირიდან ერთი თვის მონაკვეთში პოზიტიურ შედეგს მოიტანს.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე მოქალაქეების მხრიდან რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა ორმაგდება.

„რეკომენდაცია არის ის, რომ უფრო უნდა გავამკაცროთ და, საბედნიეროდ, მე ვამჩნევ, რომ საზოგადოების პასუხისმგებლობის დონე ბოლო პეიოდში ამაღლდა. მართალია, ყველა არ იწონებს ამ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას, მაგრამ მაინც ჩათვალეს, რომ ახლა არ არის თვით დამშვიდების დრო და უნდა გამოვიდეთ იმ ეიფორიისგან, რაც გვქონდა გაზაფხულ-ზაფხულზე.

ამ გაზრდილი დინამიკის ფონზე ორმაგდება რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა, როგორიცაა: პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, ხელების, სამუშაო ადგილის ჰიგიენა. უნდა შევეცადოთ, რომ შემცირდეს ეს აღმავალი დინამიკა და ამისთვის ფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, ანუ ნაწილობრივი ლოკდაუნი და ამისთვის ფართოვდება ტესტირება, ხდება ტესტირების გაორმაგება.

ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ – ტესტირების გაორმაგება და ნაწილობრივი ლოკდაუნი. ეს ერთ, ორ დღეში ვერა, მაგრამ დაახლოებით სამ კვირაში, ერთ თვეში აუცილებლად გამოიღებს თავის პოზიტიურ შედეგს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანარქია   (03.12.2020)
ამ კაცს რატომ ალაპარაკებთ ყველას მაგივრად? მინისტრზე მეტია თავის მოადგილეებიანად და დანარჩენ 2 "მუშკეტერზე"? ეს არის კონკრეტული ცენტრის დირექტორი და მიხედოს თავის საქმეს...პრემიერო თქვენ კი ბოლოსდაბოლოს დაადგინეთ ერთი პირი,ვინც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი იქნება კოვიდის მართვაზეც და შედეგებზე...ახალანდელი სიტუაცია კი Лебедь,Рак да Щука-ა..


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×