რეზონანსი
02.12.2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო.

მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მობილობის შემცირებაა.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას, ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ, ეპიდემიოლოგების და დარგის სპეციალისტების მოთხოვნით და რჩევით, რათა მობილობა მაქსიმალურად  შემცირდეს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ რთულია ასეთ ვითარებაში ცხოვრება, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×