რეზონანსი
03.12.2020

კიდევ ერთი ახალგაზრდა მსხვერპლი, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და რომელიც ექიმების ყურადღების მიღმა დარჩა - 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი ტემპერატურით მოათავსეს, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ გოგონას კოვიდინფექცია არ ჰქონია და სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან თავდაპირველად ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, სამი დღის მერე კი ინფექცია დაუდასტურდა.

კლინიკამ გარდაცვალების მიზეზად თანმდევი დაავადება - დიაბეტი დაასახელა, ოჯახი კი აცხადებს, რომ გარდაცვლილს დიაბეტი არასდროს ჰქონია და სიკვდილის მიზეზი ექიმების უურადღებობაა:

"მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი მერე გვითხრეს, რომ ნინო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. დაგვირეკეს, რომ ფილტვები გაეთიშა გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომი არ ჰქონია. ექიმები იტყუებიან. დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. სამართლიანობას მოვითხოვთ და რა თქმა უნდა ამას ასე არ დავტოვებთ. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს, არ მომკვდარა ნინო მოკლეს." - განაცხადა გარდაცვლილი გოგოს ბიძაშვილმა მარიამ გულიკაშვილმა.

თავის მხრივ, კლინიკის ხელმძღვანელი ლიკა მუმლაძე აცხადებს, რომ ოჯახმა დიაბეტის შესახებ არ იცოდა, თუმცა კლინიკაში მას დაავადება აღმოაჩნდა.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×