რეზონანსი
03.12.2020

საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 147 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 124 568 გამოჯანმრთელდა, 1 387 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 50 544 პირი.

6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 867 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 11 227 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2020   (03.12.2020)
ლოქდაუნის გამოცხადების მესამე დღეს თუ ინფიცირებულთა რაოდენობის სტატისტიკა 1200-შემცირდაო, მომდევნო დღეებში კვლავ მატება, როგორ მოხდა პროფესიონალებო, ციფრულში შეგეშალათ, თუ მეორე გამოფხიზლება იყო...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×