რეზონანსი
03.12.2020

"კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა, 50 დღის ჩვილი გამოჯანმემრთელდა. ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა.

"კლინიკა ბომონდი"-ს პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორობავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ "კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×